четверг, 26 марта 2015 г.

აჭარული სამზარეულო


ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უჭირავს.
მთელ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებელი. აჭარულ სამზარეულოში დომინირებს ისეთი კერძები როგორებიცაა საცივი, მწვადი,ხაჭაპური, ტყემლის საწებელი, ღომი, მჭადი, ხინკალი, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვა. გარდა ქართული სამზარეულოს კერძებისა, აჭარაში მზადდება მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელი კერძები: აჩმა, ბორანო, ჩირბული, სინორი და სხვა.
საქართველოს ყველა რეგიონს ახასიათებს სხვადასხვა  სახის ხაჭაპური, მაგალითად სამეგრელოში, როგორც წესი ყველითა და კვერცხით აცხობენ, რაჭაში ყველის მაგივრად იყენებენ ლობიოს და მას ლობიანს ეძახიან. მაგრამ აჭარული ხაჭაპური  განსხვავდება, როგორც  ფორმით ისე მომზადების წესითაც. აჭარული ხაჭაპური არსებობს როგორც “პატარა”, ისე “საშუალო” და “დიდი” ზომის. ის ღია ხაჭაპურია, მას ნავისებური ფორმა 
Добавьте подпись
 tjubh uibh

Комментариев нет:

Отправить комментарий